გიორგი ჭანტურია: რატომ შევიცვალე სამჯერ ბუცები?

AutoSharing Option
ეკატერინბურგის "ურალის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ "ხაბაროვსკთან" (1:1) რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ჭანტურიამ შეხვედრის განმავლობაში სამი წყვილი ბუცი გამოიცვალა.

შეგახსენებთ, რომ "ურალის" მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა გაიტანა.

"დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. გატანილი გოლის შემდეგ რატომღაც იმას ვთამაშობდით, რაც მეტოქეს მოსწონს. ეს ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

ჩემი დაზიანება? ვფიქრობ, არაფერია სერიოზული. ტრავმა ნაკრებიდან მოყოლებული დამრჩა, ამას დამატებული, სამდღიანი გადაფრენა მქონდა. ამიტომ დაღლილობა დაგროვდა. ხვალიდან დავიწყებ აღდგენას და ყველაფერი კარგად იქნება.

რატომ
ვიცვლიდი ბუცებს? პირველი არაკომფორტული იყო, მეორე ბუცებით კი სულ ვთამაშობ, ხოლო მესამეთი სულ გამაქვს. ამ ბუცებით "დინამოსთან" გავიტანე და დღესაც", - თქვა ჭანტურიამ.

- ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებშიც რო წამოიღო ეგ ბუცები კარგი იქნება :D არ დაგამძიმებს :D :D
გიორგი
13:47 12-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული