საბასთან მის დღევანდელობასა და არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ.
- საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყავი. ხოლო დანიურ კლუბში გაგიჭირდა თავის დამკვიდრება. რისი ბრალია ეს - ადაპტაციის თუ კონკურენციის?
- ბევრჯერ ვყოფილვარ რთულ სიტუაციაში, მჯერა საკუთარი თავის და ვიცი, რომ
- როგორია დანიურ კლუბში შენს მიმართ დამოკიდებულება და რა ენაზე გიწევს დანიელებთან კონტაქტი?
- ყველაზე მეტად რაც მჭირდება, ვგრძნობ ნდობას და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გუნდში ერთმანეთს ინგლისურად ვეკონტაქტებით.
- ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა "რანდერსი". რას ფიქრობ, შეძლებს გუნდი სიტუაციის გამოსწორებას ჩემპიონატში?
- კი, ნამდვილად შეგვწევს ძალა სიტუაციის გამოსასწორებლად და ვფიქრობ, საუკეთესო ექვსეულში შევალთ სეზონის ბოლოს.
- რა არის შენი პროგრამა მინიმუმი და უნდა ველოდოთ თუ არა სიურპრიზებს?
- მიზანი რაც მაქვს დასახული, მჯერა, ბოლომდე მივიყვან. მარტო საუბარი და ხმაურიანი განცხადებები არ მიყვარს და ამიტომ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვილაპარაკებ ჩემს მიზანზე.
- ნაკრებში გქონდა უკვე დებიუტი. გიმუშავია ვლადიმერ ვაისთან. როგორი მწვრთნელია და რას ფიქრობ, კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივონ?
- ვფიქრობ, ის ძალიან კარგი მწვრთნელია და იცის თავისი საქმე. ნაკრებმა ბოლო ორი ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ფედერაციის გადასაწყვეტია.