ზაქარია ბეგლარიშვილმა ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესტონეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში ერთპიროვნული ლიდერი ტალინის "ფლორა" ქალაქ პაიდეს (მოსახლეობა 8 285 ადამიანი) ესტუმრა და ადგილობრივ გუნდს 500-ადგილიან სტადიონზე 2:1 სძლია.

კვლავ გამოიჩინა თავი "ფლორას" ქართველმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა. მან შესვენებაზე გასვლის წინ გაათანაბრა ანგარიში.

ეს ქართველი ლეგიონერის მე-14 გოლია ქვეყნის პირველობაზე, რომელთაგან 3 პენალტით გაიტანა. მან აგრეთვე 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველობის საუკეთესო ბომბარდირი კი 24 გოლით "ტალინის" ფორვარდი ალბერტ პროსაა.

შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილის მიწვევით ესტონეთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობაა დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დროა გუნდი შეიცვალოს
nika
13:10 17-09-2017
0
ბეგლარიშვილი ნაკრებში! დვალიშვილი - პენსიაზე!
ალეკო
20:24 16-09-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული