"პაიდეს" "დინამოსთან" მატჩისთვის დიდი მზადება აქვს - ბილეთები სწრაფად იყიდება, ფანებისთვის გამოიყო ავტობუსიც

AutoSharing Option
14 ივლისს "პაიდე" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში "დინამოს" უმასპინძლებს. თბილისურ კლუბს სახლში 2:3 აქვს წაგებული. ამიტომ ესტონეთში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება. 

"პაიდეს" გვერდი სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდა. როგორც მათი პოსტიდან ვიგებთ, ბილეთები ბოლო დროს დიდი სისწრაფით იყიდება. ამიტომ გულშემატკივრებმა უნდა იჩქარონ და მისი შეძენა მოასწრონ.

როგორც იცით, "პაიდეს" საშინაო არენა უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ დაპირისპირება ქალაქ პიარნუს Parnu Rannastaadion-ზე გაიმართება, რომელიც სულ რაღაც 1501 მაყურებელს იტევს. 

ესტონური გუნდის Facebook-გვერდზე პოსტს ამის შესახებაც ვხვდებით, სადაც ვკითხულობთ, რომ თამაშის დღეს ქალაქ
პაიდედან პიარნუს მიმართულებით ავტობუსი გავა, რომლის ღირებულებაც 10 ევრო იქნება. 

მოკლედ, ქართული გუნდის მეტოქეს დიდი მზადება და ისტორიის გადაწერის სურვილი აქვს. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სურვილად დარჩება და შემდეგი ეტაპის საგზური "დინამოს" დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფიფიას დ.დ.შ პაიდეს 22მა ფეხბურთელმა ტაიმბლოზე ხო იშოვა სერიოზულო ფული
Giorgi
04:23 14-07-2022
0
"დინამო" მაინც მოიგებს რაც არ უნდა უარყოფითი წეროთ. გაუმარჯოს "დინამო"-ს! წინ საქართველო!
გაუმარჯოს "დინამოს"
23:21 12-07-2022
0

სიახლეები პოპულარული