მატჩის შემდეგ "ვიტესის" მწვრთნელმა ჰენკ ფრეიზერმა გუნდი და მისი კაპიტანი გააკრიტიკა:
"ჩვენ შესაძლებლობებზე ნაკლებად ვითამაშეთ. დამატებით, ისეთი შეცდომები დავუშვით, რომ ქულების დაკარგვა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.
კაშია არასოდეს არ უნდა მოხვდეს ასეთ სიტუაციაში, რადგან ასეთ შემთხვევაში მცველის ფუნქციას ვერ შეასრულებ", - განაცხადა ფრეიზერმა.