დანიის თასის გათამაშების 1/32-ფინალში "სილკებორგმა" გასვლაზე 6:0 მოუგო "კიელრუპს" და შემდგომ ეტაპზე გავიდა.
დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ. მან თავი მე-40 და 47-ე წუთებზე გამოიჩინა. მათემ ორივე გოლი დავით სხირტლაძის პასებით გაიტანა. თავის მხრივ, 50-ე წუთზე ერთი გოლი სხირტლაძემაც შეაგდო. მათე 51 - ე წუთზე შეცვალეს, დავითმა კი სრულად ითამაშა.
პოლონეთის თასის 1/8-ფინალში გდინიას "არკამ" ლუკა ზარანდიას (თავიდან ბოლომდე ითამაშა) გოლით დამატებით დროში (ძირითადი 1:1) დაამარცხა "პოდბესკიძიე".
ქართველმა 115-ე წუთზე