ჯანო ანანიძემ "სპარტაკი" თასის 1/8-ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრებში მიღებული მუხლის ტრავმა მოირჩინა და მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელმა მასიმო კარერამ კრასნოდარში პირველი ლიგის "ყუბანთან" თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

დააყენა და არც შემცდარა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში, თავისი გუნდის იერიშებსაც წარმართავდა და კარშიაც ხშირად ურტყავდა. ასე მაგალითად, მე-10 წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 29-ეზე ორი მეურვის ჩამოცილების შემდეგ ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჰოლანდიელ პრომესს საგოლედ უპასა - 0:1.

ნაანტრაქტევს კიდევ ერთი გოლი გაატანინა ჯანომ პრომესს და გამარჯვებულის ვინაობაც
გაირკვა. არც ამის მერე დამშვიდებულა ქართველი ჰავბეკი, მისი კოხტა პასით პრომესს წესით ჰეთ-ტრიკი უნდა შეესრულებინა, მაგრამ ამჯერად ვერ ივარგა. მე-80 წუთზე ჯანომ ბურთი ისევ ძელს გაარტყა, შეხვედრის დასასრულს კი მეტოქის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკიდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტავ ყოველ შაბათ -კვირას თასის თამაშები იყოს პრაქტიკა არ მოაკლდებოდათ ჩვენს ლეგიონერებს.
kika
08:01 21-09-2017
1
მე-10 წუთზე მე გავიტანდი გოლს არათუ პროფესიონალი, რა ჭირთ ამ ქართველ ფეხბურთელებს ვერ გამიგია, ესეთი შანსი როგორ ვერ უნდა გამოიყენო, ძელს მოარტყაო... მოარტყა კი არა აცილებაა ეგ, მაგას ჯობია სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ მოიგერიოს
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული