გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" ესპანეთის თასის 1/32-ფინალში 1:0 სძლია "ლუგოს" და შემდგომ ეტაპზე გავიდა. გამარჯვების გოლი ჩვენებურმა 22-ე წუთზე გაიტანა. პაპუნაშვილმა ყვითელი ბარათიც მიიღო.
* * *
საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა გოლი (2:2) "კრილია სოვეტოვთან" მატჩში და "ლოკომოტივს" შანსი შეუნარჩუნა, თუმცა... დამატებით დროში "რკინიგზელებმა" გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ - 2:3.1/16-ფინალის ბარიერი ვერც ჯიმი ტაბიძის "უფამ" გადალახა, რომელმაც "ოლიმპიეცთან" პენალტების სერიაში
გიორგი ნავალოვსკის (სათადარიგო) "სკა ენერგიამ" მერვედფინალის საგზური მოსკოვის "არარატის" ძლევით (2:1) მოიპოვა.
* * *
რუმინეთის ჩემპიონატში "გაზ მეთანი" შინ "ასტრას" დაუზავდა - 0:0. აკაკი ხუბუტიამ მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა. ბუქარესტის "იუვენტუსმა" კი გასვლაზე 0:3 წააგო "ვიტორულთან". სტუმართა შორის ნიკა ძალამიძე სათადარიგო იყო.* * *
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით ტაშკენტის "ფახთაქორმა" უპრინციპულეს მატჩში სტუმრად 1:0 მოუგო ლიდერ "ლოკომოტივს" და ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"