ლეგიონი: პაპუნაშვილისა და კვირკველიას გოლები, არველაძის მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
შუა კვირაში ქართული გოლები არ გვაკლდა. ასე იყო გუშინ, 21 სექტემბერსაც.

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" ესპანეთის თასის 1/32-ფინალში 1:0 სძლია "ლუგოს" და შემდგომ ეტაპზე გავიდა. გამარჯვების გოლი ჩვენებურმა 22-ე წუთზე გაიტანა. პაპუნაშვილმა ყვითელი ბარათიც მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა გოლი (2:2) "კრილია სოვეტოვთან" მატჩში და "ლოკომოტივს" შანსი შეუნარჩუნა, თუმცა... დამატებით დროში "რკინიგზელებმა" გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ - 2:3.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1/16-ფინალის ბარიერი ვერც ჯიმი ტაბიძის "უფამ" გადალახა, რომელმაც "ოლიმპიეცთან" პენალტების სერიაში
წააგო. ტაბიძე მინდორზე 61-ე წუთზე შევიდა.

გიორგი ნავალოვსკის (სათადარიგო) "სკა ენერგიამ" მერვედფინალის საგზური მოსკოვის "არარატის" ძლევით (2:1) მოიპოვა.

* * *
რუმინეთის ჩემპიონატში "გაზ მეთანი" შინ "ასტრას" დაუზავდა - 0:0. აკაკი ხუბუტიამ მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა. ბუქარესტის "იუვენტუსმა" კი გასვლაზე 0:3 წააგო "ვიტორულთან". სტუმართა შორის ნიკა ძალამიძე სათადარიგო იყო.

* * *
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით ტაშკენტის "ფახთაქორმა" უპრინციპულეს მატჩში სტუმრად 1:0 მოუგო ლიდერ "ლოკომოტივს" და ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანდრო ცვეიბას (ახრიკ ცვეიბას ბიჭი) სანკტ-პეტერბურგის დინამომ 3-2 დაამარცხა სანკტ-პეტერბურგის ზენიტი (პირველ ადგილზეა რუსეთის პრემიერლიგაში). სანდეროს ურიგოდ არ უთამაშია და ვაისი მაინც არ იბერტყავს ყურს რომ გასინჯოს ეს ბიჭი ნაკრებში.
გუჯა
15:32 22-09-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული