ანანიძემ პენალტი აიკიდა და ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" აუტსაიდერს მახაჩკალის "ანჟის" უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რუსეთის თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში კრასნოდარის "ყუბანთან" "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ პრომესს ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა და თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. იმ მატჩში მან ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს.

ამდენად, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებული ჯანოსი ძალიან ეიმედებოდათ გულშემატკივრებს. თამაშის მე-11 წუთზე მეტოქესთან ბრძოლაში ქართველი ლეგიონერი მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა კომენტატორის და დაღესტნური გუნდის ფეხბურთელების აზრით საეჭვო პენალტი დანიშნა და თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ ანგარიში გახსნა.

სამწუხაროდ, 34-ე წუთზე ანანიძემ უწყინარ
სიტუაციაში კოჭწვივის ტრავმა მიიღო, გაზონზე დაეცა, თვალცრემლიანმა კოჭლობით დატოვა მოედანი და პირდაპირ გასახდელში გავიდა.

რუსეთის ტელეარხის "ჩვენი ფეხბურთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანანიძის ტრავმა სერიოზული არაა და 26 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ალბათ ითამაშებს. "სახალხო გუნდის" მწვრთნელმა მასიმო კარერამ კი განაცხადა, რომ მას ფეხი მაგრად დაუზიანდა და ხვალ დაადგენენ რამდენად სერიოზულია ტრავმა.

რაც შეეხება "სპარტაკი" -"ანჟის", ჯანოს გარეშე დარჩენილმა მასპინძლებმა მეორე ტაიმში ორი გოლის გაშვება მოახერხეს და შეცვლაზე შესულმა პარაგვაელმა მელგარეხომ მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-2 წუთზე ქულა გადაურჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედი ვიქონიოთ,რომ ლივერპულთანაც ითამაშებს და უელსთან და სერბებთან ნაკრებში
ზაზა
22:36 23-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული