ესპანეთი, ლა ლიგა 2.
გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკო" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "ნუმანსიასთან". აბურჯანია მინდორზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა.
ქართული დერბი შედგა "სარაგოსასა" და "ხიმნასტიკს" შორის. მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძელთა შორის გიორგი პაპუნაშვილმა 64-ე წუთიდან ითამაშა, სტუმართა რიგებში კი თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო ოთარ კაკაბაძე, რომელიც 70-ე წუთზე გააფრთხილეს.
გერმანია, 2. ბუნდესლიგა.
"ნიურნბერგმა" გასვლაზე
აკაკი გოგიას "უნიონი" დღეს უმასპინძლებს "კაიზერსლაუტერნს".
იტალია, სერია B.
ლევან მჭედლიძის გარეშე "ემპოლიმ" 0:1 წააგო "ჩიტადელასთან".
ირაკლი შეყილაძეს არ უთამაშია "სპეციას" რიგებში "სალერნიტანასთან" წაგებულ (0:2) შეხვედრაში.
ჰოლანდია, ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" გასვლაზე 2:1 მოუგო ჰოლანდიურ გრანდ "აიაქსს". საქართველოს ნაკრების მცველმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა დიდებული თავური დარტყმით. კაშიამ 90 წუთი ითამაშა.
პორტუგალია, პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის გარეშე "მორეირენშე" შინ დაუზავდა ფავორიტ "სპორტინგს" - 1:1.
ბელგია, ჟუპილერლიგა.
"გენტმა" შინ გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე 0:1 წააგო "ვარეგემთან".
პოლონეთი, ექსტრაკლასა.
შჩეცინის "პოგონი" შინ 1:2 დამარცხდა "გურნიკთან". მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშეს ლაშა დვალმა და მათე ცინცაძემ.
"კორონამ" ტრავმირებული ნიკა კაჭარავას გარეშე შინ 2:1 მოუგო "ვისლას".
ლუკა ზარანდიას "არკამ" კი სტუმრად 1:0 მოუგო "პიასტს". ზარანდია სათადარიგო იყო.
გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" დღეს ითამაშებს "კრაკოვიასთან".
დანია, სუპერლიგა.
"კოპენჰაგენმა" შანსი არ დაუტოვა "სილკებორგს" - 4:0. დავით სხირტლაძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მათე ვაწაძე თადარიგში დარჩა.
"რანდერსმა" სტუმრად 1:3 წააგო "ოდენსესთან". დამარცხებულთა რიგებში სასტარტოში იყო და 66 წუთი ითამაშა საბა ლობჟანიძემ.
დანია, I დივიზიონი.
"ესბიერგმა" საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშა "კიოგესთან". მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა ლაშა პარუნაშვილმა, ბუდუ ზივზივაძე კი 83-ე წუთზე გამოჩნდა.
ავსტრია, ბუნდესლიგა.
"რაპიდმა" შინ 4:2 მოუგო "ვოლფსბერგერს". გიორგი ქვილითაია ვენური კლუბის შემადგენლობაში მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და საგოლე პასით გამოირჩა.
ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის გარეშე "კაფენბერგერი" შინ "ვატენსს" დაუზავდა - 1:1.
ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლევან ძიძიგურის "გრიოდიგმა" შინ 2:1 მოუგო "ვალს გრუნაუს". ძიძიგურმა ბოლო 30 წუთი ითამაშა.
სლოვაკეთი, ფორტუნალიგა.
"ტრნავამ" გასვლაზე 3:1 მოუგო "სენიცას". გამარჯვებულთა რიგებში 68-ე წუთზე გამოჩნდა ვახტანგ ჭანტურიშვილი.
"ტრენჩინმა" გასვლაზე 7:0 მოუგო "პრეშოვს". გიორგი ბერიძემ (90 წუთი ითამაშა) დუბლი შეასრულა.
რუმინეთი, ლიგა 1.
რუმინეთში გამართულ ქართულ დერბიში "იუვენტუსი" შინ დაუზავდა "გაზ მეთანს" - 1:1. მასპინძელთა რიგებში ნიკა ძალამიძე 62-ე წუთზე შეცვალეს, სტუმართა შემადგენლობაში კი 46 წუთი ითამაშა აკაკი ხუბუტიამ.
უნგრეთი, OTP-ბანკ ლიგა.
"ბალმაზივაროშმა" გასვლაზე 0:1 წააგო "პაკშთან". მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშეს ბაჩანა არაბულმა და ირაკლი მაისურაძემ.
კვიპროსი, I დივიზიონი.
"ახნასმა" გიორგი ილურიძის გარეშე 0:2 წააგო "ერმისთან".
მაკედონია, I ლიგა.
"ვარდარმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "პელისტერს". ჯაბა ჯიღაური, რომელიც სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 70-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთი, პრემიერლიგა.
"სპარტაკისა" და "ანჟის" შეხვედრაში (2:2) ტრავმა მიიღო ჯანო ანანიძემ. ის 36-ე წუთზე შეცვალეს. როგორც "სახალხო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ თქვა, ანანიძეს დაჟეჟილობა აქვს. დაღესტნელთა რიგებში გიორგი ლორია სათადარიგო იყო, ჯაბა ლიპარტიას კი არ უთამაშია.
"ურალმა" 3:1 მოუგო "ტოსნოს". მე-5 წუთზე პენალტი გაიტანა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.
"ლოკომოტივმა" გასვლაზე 1:0 აჯობა "როსტოვს". საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა.
"უფამ" შინ 1:0 მოუგო "არსენალს". ჯიმი ტაბიძე გამარჯვებულთა რიგებში 86-ე წუთზე შეცვალეს.
"კრასნოდარმა" შინ 0:2 დათმო "ზენიტთან". თორნიკე ოქრიაშვილი მინდორზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.
გიორგი ნავალოვსკის "სკა ენერგია" დღეს სტუმრად ითამაშებს "ამკართან".
რუსეთი, I დივიზიონი.
"ორენბურგმა" ელგუჯა ლობჯანიძის გარეშე შინ 1:0 მოუგო "შინიკს".
უკრაინა, პრემიერლიგა.
დონეცკის "შახტარმა" სტუმრად 4:2 მოუგო "ზირკას". დონეცკელთა შორის დავით ხოჭოლავა სათადარიგო ოყო.
"ვორსკლა" შინ დაუზავდა "ზორიას" - 1:1. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშიათ სანდრო კობახიძესა და ანდრო გიორგაძეს.
21-წლამდელთა ჩემპიონატში "შახტარმა" გასვლაზე 4:0 სძლია "ზირკას". "სტანდარტულიდან" ულამაზესი გოლი შეაგდო გიორგი არაბიძემ.
ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
ბატე-მ ვაკო გვილიას გარეშე 6:0 მოუგო "სლუცკს". გიორგი ქანთარიას გარეშე კი "ნემანმა" 0:1 წააგო "ჟოდინოსთან".
ლიტვა, თასი.
ლიტვის თასის მფლობელი გახდა ლევან მაჭარაშვილი. მისმა "შტუმბრასმა" ფინალში 1:0 მოუგო "ჟალგირისს". მაჭარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.
ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" გასვლაზე 2:1 აჯობა "სილამიაეს". ჩვენებურმა 86 წუთი ითამაშა.
აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი" გასვლაზე დაუზავდა "ზირას" - 1:1.
თამაზ ცეცხლაძის "საბაილმა" შინ 1:0 მოუგო "ქიაფაზს". ცეცხლაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ყაზახეთი, პრემიერლიგა.
"ოკჟეტპესმა" შინ 1:2 წააგო "ატირაუსთან". სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშეს ლადო დვალიშვილმა და უჩა ლობჟანიძემ. მასპინძელთა შემადგენლობაში კი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა გოგიტა გოგუა.
ნიკა კვეკვესკირის გარეშე "ტობოლმა" გასვლაზე 0:2 წააგო "ქაირათთან".
აშშ, MLS.
"სან ხოსემ" გასვლაზე 0:4 წააგო "დისი იუნაიტედთან". დამარცხებულთა რიგებში 81 წუთი ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"