ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "კრანსოდარის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ტრავმირებულია. ამ დრომდე უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება და შეძლებს თუ არა 25 წლის ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მოახლოებულ შეხვედრებში მონაწილეობას.

"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ტულის "არსენალთან" 29 სექტემბერს გამართულ მატჩში მიიღო. რუსეთის პრემიერლიგის 12-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შეცვლაზე, 70-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა სულ რაღაც 9 წუთში ფეხბურთელმა მუხლი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ "კრასნოდარი" ამ დროისთვის კაცნაკლული თამაშობდა (56-ე წუთზე შარლ კაბორე გაუძევეს), ოქრიაშვილის გამოკლების შემდეგ კი სულაც 9 კაცით
დარჩა და საბოლოოდ 0:1 დამარცხდა. "არსენალის" სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ არ უთამაშია გია გრიგალავას.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს უელსსა და სერბეთთან, შესაბამისად, 6 და 9 ოქტომბერს შინ და სტუმრად გამართავს. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს თორნიკე ნაკრებში ჰყავს გამოძახებული.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ქართველი ფეხბურთელების ტრავმების მიზეზი არა უიღბლობა და თარსი რაღაცეები არამედ ბავშვობაში არასწორი ფიზიკური აღზრდააა. ამიტომაა რომ ჩვენი ბიჭები ტრავმებს ხშირად ღებულობენ მუხლი და მყესები ტკივათ სულ, იმიტომ რომ არაა ისე განვითარებული მყესები და მუხლები რომ დიდ დატვირთვას გაუძლონ.
roma
30 სექტემბერი 2017 15:45
1
აუ ამათმა თავიანთი ტრავმებით ტვინი გაბურღეს ერთი ქართველი ფეხბურთელი არ მეგულება ნახევარი კარიერა ტრავმებში რომ არ ქონდეთ გატარებული რა იყო შუშისგან აწყობილები არიან ?
ტოტტი
30 სექტემბერი 2017 12:54
8
არასწორი აღზრდა მეგობარო...
ზუურ
02 ოქტომბერი 2017 09:25
0
ამ ბიჭმა იმდენი შესცოდა და თავხედურად ექცეოდა თავის ნიჭს, ბურთს და სპორტს, რომ სპორტული იღბალი ვეღარ პატიობს.
მის უდიდებულესობა სპორტსაც, მითუმეტეს ფეხბურთს, აქვს თავისი დაუწერელი კანონების ნაირსახეობა, ამას ამ კანონების ბევრი პუნქტი აქვს დარღვეული...
ოკრიბელი
30 სექტემბერი 2017 14:05
9
rato gakvt amxela enebi ...vergavige shen raici shescoda tuara rasachiroa egeti komentari
!!!!!
30 სექტემბერი 2017 15:38
2
ჯერ ისედაც უთამაშებელი ფეხბურთელებით არის ნაკრები სავსე და ახლა ოქრიაშვილი და ანანიძეც ალბათ არ იქნებიან,მწვრთნელი ვინც გინდა ის იყოს რა უნდა გააკეთოს ასეთ სიტუაციაში,ეროვნული ლიგა კი ნაკრების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს იქიდან რო ფეხბურთელი აარჩიოს მწვრთნელმა,ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვხვდებით ამ 2 თამაშს.
bebeto
30 სექტემბერი 2017 13:52
1
უცნობ ლეგიონორებზე რატო არ იძახით!იქენება გამოგვადგნენ!მაგ:ჯაბა ბებუა ,,ტენის ბორუსია ბერლინი'' და ა.შ.
MISHO
30 სექტემბერი 2017 13:43
3
:-) ნუ ტენის ბორუსიაში თუ თამაშობს გამოსაძახებელი ყოფილა. ტენის ბორუსიაში და ლანდესლიგებში მეც ვითამაშებ მაღალ დონეზე
:-)
30 სექტემბერი 2017 16:11
1
მოუწია ნაკრების თამაში და აილეწა
იცის როდის მიიღონ ტრამვა
30 სექტემბერი 2017 13:23
10
ოქრიაშვილზე მაინც როგორ ამბობ მაგას?
B-52
01 ოქტომბერი 2017 11:20
0
ძაან ცუდად დადგა ფეხი, საშინელ ტამვას გადაურჩა, მიზეზი ერთია: ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობის დამახასიათებელია არასწორი ფიზიკური აღზრდა ბავშვობიდან! მარტივად რომ ვთქვათ, არ ყოფნით კუნთის მასა და სიძლიერე, შესაბამისად ადგება ძალა ხრტილებს, მყესებს და ძვლებს
bs
02 ოქტომბერი 2017 13:03
0
ძალიან სამწუხაროა, ჩვენი ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელების ძირითადი ბირთვი სულ ტრამვებშია, ოქრიაშვილი, ანანიძე, კანკავა და მჭედლიძე !
ალბათ მართლა არასწორი ფიზიკური მომზადების ბრალია, რასაც საფუძველი ბავშვობიდან უნდა ჩეყაროს, მე რაც მაქვს ნანახი, ვარჯიშის წინ მაქსიმუმ 10 წუთი ახურებენ ბავშვებს რაღაც უაზრო ვარჯიშებით.
saakadze
02 ოქტომბერი 2017 10:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული