ჯაბა ლიპარტია: თუ არ გჭირდებით, ავდგები და წავალ-მეთქი...

AutoSharing Option
29 წლის ჯაბა ლიპარტია "ანჟიში" ამ სეზონის დასაწყისში მივიდა და მაშინვე გახდა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ბოლო დროს ის დაღესტნურ კლუბში აღარ თამაშობდა. მიზეზი ტრავმაა. ახლა ლიპარტია თბილისშია და მკურნალობს.

ის ქართველ ფეხბურთელთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, წლების განმავლობაში სტაბილურად რომ თამაშობს. კარგა ხანს ის შეუცვლელი მოთამაშე იყო ლუგანსკის "ზორიასთვის". მასთან ერთად, ლუგანსკური კლუბი გაიზარდა და ევროპალიგის ჯგუფშიც მოხვდა.

ლიპარტიასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ...

- იძულებით უქმობთ ტრავმის გამო. ამჟამად როგ
ორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- მარცხენა ფეხის წინა კუნთი გავიგლიჯე. სავარაუდოდ, კიდევ ორი კვირა დამჭირდება იმისთვის, რომ ბოლომდე გამოვჯანმრთელდე. ნემსი გავიკეთე და საბოლოო პასუხსაც მეტყვიან, თუ როდის შევძლებ მინდორზე დაბრუნებას. ამ ეტაპზე, სავარაუდო დრო ორი კვირაა.

- რა ვითარებაში დაშავდით?
- ვლადივოსტოკში გავფრინდით სათასო მატჩზე, "ლუჩ ენერგიასთან" სათამაშოდ. ტრავმა წინასამატჩო მოთელვისას მივიღე. საწყენია, მაგრამ რას ვიზამთ... სადაც ფეხბურთია, იქვეა ტრავმებიც.

- თქვენი გუნდისთვის მიმდინარე სეზონი როგორია?
- ფაქტია, ძალიან ცუდად დავიწყეთ სეზონი. მერე გუნდში მწვრთნელი შეიცვალა. ვადიმ სკრიპჩენკომ თავისი ხედვა და იდეები მოიტანა. თამაში გამოვასწორეთ. თუნდაც ორი მატჩი რომ ავიღოთ, "ზენიტთან" და "სპარტაკთან", რუსული ფეხბურთის გრანდებთან, შეიძლება თამამად ვთქვა, უფრო დავკარგეთ ქულები, ვიდრე მოვიპოვეთ. ორივე შემთხვევაში ვიგებდით და მერე გაგვითანაბრეს. ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. მეტი ქულის დაგროვება შეიძლებოდა თუნდაც ამ ორ შეხვედრაში.

- "ანჟის" მიზანი, ალბათ, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება...
- კი, ასეა. უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ.

- და შესწევს გუნდს საამისო ძალა?
- ჩემი აზრით, ამ შემადგენლობით პრემიერლიგაში უნდა დავრჩეთ და დიდი იმედი მაქვს, გადავჭრით ამ პრობლემას.

- ახალი მწვრთნელი რას გეუბნებათ?
- პირდაპირ ვუთხარი - თუ არ გჭირდებით და გუნდში ვერ ხედავთ ჩემს ადგილს, ავდგები და წავალ-მეთქი. მითხრა, რომ ძალიან ვჭირდები ჩემი გამოცდილებით. მაგრამ ხომ გითხარით, ტრავმა მივიღე და ამან შემაფერხა.

დიდი მოტივაცია მაქვს, რომ დავბრუნდე და სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო გუნდისთვის. მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა, ეს ფაქტია, ახლა კი ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ზოგადად, რუსულ პრემიერლიგაზე რას იტყვით?
- აღარ არის ისე, როგორც ადრე იყო - თითქოს, აქ მხოლოდ ძალისმიერი ფეხბურთია და მეტი არაფერი. არიან გუნდები, რომლებიც გამართულ ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ და ეს ნათლად გამოჩნდა ევროთასებზე. ყველა თამაშში ბოლომდე თუ არ დაიხარჯე, ისე არაფერი გამოვა. საკმაოდ მაღალი დონის პირველობაა.

- "ანჟიში" გიორგი ლორიას მოსვლა ძალიან გაგახარებდათ...
- რა თქმა უნდა. გიორგიმ ხელის ტრავმა მოიშუშა და, ჩემი აზრით, მალე ძირითადშიც ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად მიდიხარ მჭირდები სკამზე შენს მეტი ვინმეს არ ვანდობო.
roma
11:03 11-10-2017
1
სად მიდიხარ კაცო, იხუმრა არისტოფანემ
ჯაბა ძმა
17:25 10-10-2017
1

სიახლეები პოპულარული