ქართველებიდან მხოლოდ გიორგი მერებაშვილმა ითამაშა

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატზე "კორონა" წარმატებით ასპარეზობს და მე-12 ტურში პლოცკის "ვისლასთან" მატჩზე ქალაქ კიელჩის სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად 6 069 გულშემატკივარი მივიდა. "კორონას" ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ტრავმა მოირჩინა, მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ მისი თამაში ვერ გარისკა.

მასპინძლებმა შეხვედრა 2:0 მოიგეს და 18 ქულით მე-5 ადგილზე არიან. სტუმართა გუნდში შეუცვლელად იასპარეზა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა, რომლის გუნდიც 17 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

უკრაინის ჩემპიონატზე ხარკოვში "შახტარმა" პოლტავას "ვორსკლა" 2:0-ზე დაამარცხა. დონბასელთა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგო გახლდათ, ხოლო
პოლტაველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე განაცხადში არ იყო.

ამ გუნდების დუბლების შეხვედრაში სტუმრებმა 2:1 იმარჯვეს. "შახტარის" საიტი იტყობინება, რომ ქართველს ლეგიონერს გიორგი არაბიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია.სამაგიეროდ "ვორსკლაში" იასპარეზა 21 წლის ტანმაღალმა (197 სმ) ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ანდრო გიორგაძემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული