ლეგიონი: კაჭარავამ ლიდერთან თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში კელჩეს "კორონა" ზაბჟეში ჩემპიონატის ლიდერს "გურნიკს" შეხვდა. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია -  31 871-ადგილიან სტადიონზე 22 708 მაყურებელი დაესწრო. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ ვერ გარისკა ძირითად შემადგენლობაში ახლადტრავმამორჩენილი ქართველი თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას დაყენება, მაგრამ როდესაც 1:3-ს აგებდნენ, ვა-ბანკზე წავიდა და ბოსნიელი მცველის ადნან კოვაჩიჩის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.

ამ მომენტიდან თამაშის სურათი შეიცვალა: 73-ე წუთზე თავური დარტყმით სლოვენიელმა ნახევარმცველმა გორან ცვიტანოვიჩმა ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 84-ე წუთზე ნიკამ მცველს საჯარიმოში წაართვა ბურთი, იაცეკ კიელბს საგოლედ უპასა
და 3:3. პოლონურმა საფეხბურთო გამოცემამ "პილკა ნოჟნამ" ამ შეხვედრას "ზაბჟური დრამა" უწოდა.

ამ ფრის წყალობით "კორონა" 19 ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა და შემდეგ ტურში ლიუბინში "ზაგლებიეს" ხვდება, რომელიც 23-23 ქულით "გურნიკთან" 1-2 ადგილებს იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ნიკას..მაგრამ ჟურნალისტმა რეალურად უნდა აღწეროს თამაშის ხასიათი,ფეხბურთელის როლი...სირცხვილია ასე გაუთვითცნობიერებლობა,მეზღაპრეობა

ზაზა
13:08 21-10-2017
0
კარგით რა! სირცხვილია! რას წერთ, რას ტრაბახობთ, რას ათამამებთ ყველაზე წარუმატებელი სახეობის ხალხს, მაშინ როცა მართლა დიდებულ სხვა სახეობის სპორტსმენებზე დუმხართ!
zurab
09:35 21-10-2017
1

სიახლეები პოპულარული