ლეგიონი: კაჭარავამ ლიდერთან თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში კელჩეს "კორონა" ზაბჟეში ჩემპიონატის ლიდერს "გურნიკს" შეხვდა. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია -  31 871-ადგილიან სტადიონზე 22 708 მაყურებელი დაესწრო. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ ვერ გარისკა ძირითად შემადგენლობაში ახლადტრავმამორჩენილი ქართველი თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას დაყენება, მაგრამ როდესაც 1:3-ს აგებდნენ, ვა-ბანკზე წავიდა და ბოსნიელი მცველის ადნან კოვაჩიჩის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.

ამ მომენტიდან თამაშის სურათი შეიცვალა: 73-ე წუთზე თავური დარტყმით სლოვენიელმა ნახევარმცველმა გორან ცვიტანოვიჩმა ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 84-ე წუთზე ნიკამ მცველს საჯარიმოში წაართვა ბურთი, იაცეკ კიელბს საგოლედ უპასა
და 3:3. პოლონურმა საფეხბურთო გამოცემამ "პილკა ნოჟნამ" ამ შეხვედრას "ზაბჟური დრამა" უწოდა.

ამ ფრის წყალობით "კორონა" 19 ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა და შემდეგ ტურში ლიუბინში "ზაგლებიეს" ხვდება, რომელიც 23-23 ქულით "გურნიკთან" 1-2 ადგილებს იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თამაში შემოატრიალა ნუ გადმრიეთ თამაშში 6 გოლი გავიდა და ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა 10 წუთი და 1 საგოლე პასი გააკეთა და ეს ნიშნავს რო თამაში შემოატრიალა???? მაშინ მესიმ რა ქნა არგენტინის ბოლო თამაშში? თამაში გადაატრიალ გადმოატრიალა და აბზრიალა? რა ვერ გაიგეთ რომ ეს თავში ავარდნა და გმირად გადაქცევა ერთი ფეხის განძრევის გამო ღუპავს ამ ქართველ ფეხბურთელებს?? "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ" მიდგომააა განვითარების საშუალებას რომ არ გვაძლევს!
Goga
02:46 21-10-2017
0
კარგით რა! სირცხვილია! რას წერთ, რას ტრაბახობთ, რას ათამამებთ ყველაზე წარუმატებელი სახეობის ხალხს, მაშინ როცა მართლა დიდებულ სხვა სახეობის სპორტსმენებზე დუმხართ!
zurab
09:35 21-10-2017
1

სიახლეები პოპულარული