ბაჩანა არაბულმა "ვაშაშს" გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "ბალმაზივაროშმა" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფი "ვაშაში" ბუდაპეშტში 2:1-ზე დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა დავიდ სიგერმა გახსნა, 42-ე წუთზე კი მასპინძლებს მეორე გოლი ქართველმა ლეგიონერმა ბაჩანა არაბულმა გაუტანა (მის ანგარიშზე 11 მატჩში 5 გატანილი გოლია). შესვენების შემდეგ დედაქალაქელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს და დამარცხდნენ.

"ბალმაზივაროშს" ახლა 10 ქულა აქვს, ქვეყნის პირველობაზე ბოლოსწინა ადგილზეა და 28 ოქტომბერს პირველობის მორიგ ტურში "ჰონვედს" მასპინძლობს, იქამდე კი თასზე გასვლაზე "ბატასჟეკს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი ამ გუნდში თამაშობს და ამ ჩემპიონატში დარწმუნებული ვარ დინამო რომ ეთამაშოს ამ გუნდს მოუგებს სამწუხაროა რომ ჩვენი ქვეყნის მოწინავე კლუბიდან ფეხბურთელები ასეთი დაბალი დონის კლუბებში მიდიან ასევე დაბალი დონის ჩემპიონატებში
GIORGI
22:31 21-10-2017
0

სიახლეები პოპულარული