გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
კუმ ფეხი გამოყო, მეც დამარტყმევინეთო. ვისი ტიკი ტომარაა, ვის დაკარგვია?! თუ ეგეთი გულშემატკივარი და გულისდამწველია საქართველოს ნაკრებში გამოსულიყო მაგ საკლაურით თუ კაცია. აბა ჰოლანდიაში ეგ ვის უკვირს.
z.
25 ოქტომბერი 2017 11:37
5
გურამ წადი
912
24 ოქტომბერი 2017 22:07
9
ვიღაც გიგაურს თუ პრობლემები აქვს მესაჯდომეებთან, კაშიამ ამის გამო კარიერა უნდა დაინგრიოს? თავისი ინიციატივით ხომ არ გაუკეთებია სამკლაური, დირექტივა იყო კლუბის ხელმძღვანელობიდან. რომ არ შეასრულოს, ჰომოფობიაში დასდებენ ბრალს და მოკვეთავენ. ყველაფერზე უარი თქვას ახლა კაშიამ და საჩხერის ჩიხურაში ითამაშოს? თუ რა მოთხოვნები გაქვთ მის მიმართ?
meocnebe ixvi
23 ოქტომბერი 2017 20:35
33
ასე იცის ჰოლანდიაში "თამაშმა"! ეტყობა ჰავაა იქ ასეთი! სამარცხვინო კონფორმიზმია! თუ იმ გუნდში მხოლოდ იმიტომ აჩერებენ ასთ სამკლავურზე რომ თანხმდება, მაშინ კაცობაში ჩაჭრილა და ეგაა! სამწუხაროა თითონ რომ ვერ ხვდება! ჰავა, ჰავის ბრალია ყველაფერი!
aburjga
25 ოქტომბერი 2017 17:17
12
იმ დროიდან რაც კაშია ფეხბურთს თამაშობს, რამდენიმე გახმაურებული საფეხბურთო დავა და სასამრთლო (სისხლის სამართლის)იყო და კოლეგების დასაცავად ხმა არ ამოუღია- გაიტრუნა! ყოლელწლიურად, შახტებში (და არა მარტო) რამდენი ქართველი იღუპება და ზარალდება, შრომის გაუსაძლისი პირობების გამო!- მათ უფლებებსა და თავისუფლებაზე ხმას არ იღებს- პროტესტის გრზნობა არ უჩნდება! ამ დროს კი თანაუგრძნობს LGBTებს რომელნიც,აღლუმებით და სხვა ათასგვარი ღონისძიებით ეწევიან თავიანთი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდას!კაშია ხმას იმაღლებს მათი უფლებებისა და თავისუფლებისათვის! რომელსაც არავინ არ ეხება. და არც ლოგინში არავინ არავის არ უხტება!!! რაც შეეხება კაშიას თამაშს ნაკრებში, გინდ ეგ ყოფილა და გინდ ნებისმიერი სხვა მცველი თუნდაც საქართველოში მოთამაშე, მასზე ცუდად არ ითამაშებს გოლები კი მაინც მაგ პოზიციიდან გადის.
deme!
25 ოქტომბერი 2017 11:41
6
ეს მალე პაპიროსსაც მოწევს...
ჯიმი
25 ოქტომბერი 2017 11:11
3
Kashias cinapars xmlit da jvarit akvs gadarhenili sakartvelo, es kide gei samklaurit gamodis, 90 procentis azria da hemic ar daishvad nakrebshi kartveli eris gamanadgurebeli nakrebshi.
Lukinio
26 ოქტომბერი 2017 15:01
2
ყველაფერი სწორად თქვა, ისე როგორც უნდა ეთქვა, მაგრამ ერთი უნდა დაემატებინა, რომ კრიტიკოსებისათვის და ვაი ლიბერალებისთვისაც გასაგები ყოფილიყო, რომ ამ სამკლაურის გაკეთებით გარდა იმისა რომ პატივს ცემს სხვის თავისუფლებას, არანაირად არ უწევს რეკლამას LGBT თემს!!! ვიცი რომ ასეა, მაგრამ რატომ არ თქვა ეს არ ვიცი, უნდა ეთქვა, მით უმეტეს ჰოლანდიელებისათვის, თუმცა მე რა ვიცი იქნება მოსწონს კიდეც მათთვის რეკლამის გაკეთება?
bs
24 ოქტომბერი 2017 09:42
4
2-3 ფეხბურთელი გვყავს რაღაც დონის და შევირგოთ, რა. რა სამკლაური, რის სამკლაური... ყველამ თავის სამკლაურს მიხედოს! ;)
ვვვ
23 ოქტომბერი 2017 21:30
33
კაცი არის ძალადობის წინააღმდეგი რა არის ამაში ცუდი ვერ გავიგე.ყველამ თავის ცხოვრებას მოუაროს.იმ ვიღაც ჟურნალისტის გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა ი
თამაშობს და ვინ არა.

კახა ქირია
24 ოქტომბერი 2017 01:47
29
ფეხბურთი ითამაშონ წესიერი და მოიგონ თამაშები ეს არის გულშემატკივარისთვის მთავარი და საქართველოსვისაც. ყველამ თავის ცხოვრებას და ორიენტაციას მიხედოს. არავის საქმე არ არის ვინ რას ფიქრობს და როგორ. ქართველობას რომ ბევრი მაგით საზღვრავს ეგ მაგის გამოა რომ კარგად და დალაგებულად ცხოვრობს ქვეყანა.
Niko
23 ოქტომბერი 2017 21:32
33
100% ხარ. იცით რაზე ვღადაობ. საბჭოთა კავშირს უნდოდა ჩვენთვის ენის წართმევა და ზოგადად გაქრობა როგორც ერის და ამაზე არ ამბობდნენ რატომღაც ქართველობას გვართმევენო. და ახლა აყვირდნენ ვკარგავთო ქართველობას იმიტომ რომ გვეუბნებიან არ იძალადო, არ დაჩაგრო და ასე შემდეგ. დაანებეთ სხვისი ორიენტაციით ინტერესს თავი გირჩევთ. ეს ლგბტ ხალხი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ახლა გახდა ეს პრობლემა?
სამო
24 ოქტომბერი 2017 02:13
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული