გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
ყურადღების მიქცევის ხერხია სხვა არაფერი მე არ მჯერა ამ კაცის გულწრფელობის ვისაც გჯერათ გაიარეთ
912
23 ოქტომბერი 2017 23:10
15
ქველმოქმედებით, რომ გამოვირჩეოდეთ ჩემო "კაპიტანო" უფრო კაი იქნებოდა ეხლა ბევრი მაგ საქციელსაც გიწონებს და შეიძლება ქველმოქმედებაში გითვლიდეს, მაგრამ გაჭირვებულ, ავადმყოფ ხალხს რომ დაეხმაროთ თავად თქვენ და მაგალითი იყოთ ამ საქმის ბევრად უკეთესი იქნებოდა ან რომელიმე მაღალმთიან რეგიონის ბავშთა საფეხბურთო გუნდს რომ აჩუქოთ ბურთები, ან სპორტული ატრიბუტიკა სხვებიც მოგბაძავდნენ ხომ იცით სიკეთე გადამდებია. ეს ჩემი თავისუფალი აზრია და ქმედება, როგორც თქვენი იმ სამკლავურის გაკეთება იყო თქვენი ნება და ბოლოს მაგრად მაინტერესებს და თვალყურს ვადევნებ თქვენს მერე ვინ იქნება მეორე ქართველი ფეხბურთელი ვინ მოგბაძავთ "სიკეთის" კეთებაში წარმატებებს გისურვებთ როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს გულწრფელად მსურს მეტად წარმატებული იყოთ მომავალში არა მარტო საფეხბურთო კუთხით არამედ ქველმოქმედებითაც მისაბაძი და თვალსაჩინო
იუბ აივერსკი
28 ოქტომბერი 2017 12:33
1
ყოჩაღ გურამს! ნამდვილი კაცური პოზიციაც აქვს და კლავიატურის კუანა ვაჟკაცებიც და ქლიავი ჟურნსლისტებიც მაგრად ფეხებზე კიდია. კაცმა თავისი მართალი სიმართლე თქვა და თქვენ დამწკივდით ეხლა...
მიჩინიო
26 ოქტომბერი 2017 08:33
26
საქართველოში რომ ბნელოდა კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი სიბნელე თუ იყო ნაღდად არ მეგონა. სრული ტიმნატა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
naili
26 ოქტომბერი 2017 10:34
23
განათლრბაზე აპელირებას მორჩით ამას მაგრად შეეშალა დაინტერესებულპირებს ჩემს ნიშნებს ვეტყვი გამოცდებზე და ახალგაზრდებში არიან სამშობლოს მოყვარული ხალხი დამიჯერეთ მეც იმათში
გენო
25 ოქტომბერი 2017 21:48
5
ჯერ ერთი მამათმავლობა როგორ უნდა დაგმო, რა ფორმით ?ეგეთები გაჩნდნენ და მორჩა.გინდა დაგმე, გინდა დააიგნორე, მაინც ჩვენს გვერდით იყვნენ და იქნებიან.
უბრალოდ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაბალი საზოგადოებრივი შეგნების ნიშანია.თან საბაბად ის მოჰყავთ,ჩვენი შვილების გამო გვეშინიაო.არადა ისიც კი ვერ წარმოუდგენიათ,რომ მათი შვილებისათვის ჯერ მშობელი უნდა იყოს ავტორიტეტი და მისი მოსაზრება უმთავრესი. თუ გგონიათ რო მამათმავლობა გადამდებია, შეამზადეთ თქვენი შვილები, რომ ამ "სენს" არ დაექვემდებარონ.
მაგრამ რა აღზრდაზეა საუბარი? ასეთები ორ სიტყვას იტყვიან და ეგრევე ეტყობათ რომ განათლებას მათ გვერდზე საერთოდ არ ჩაუვლია.
vaxo
24 ოქტომბერი 2017 13:36
28
განათლებას რას ეძახი შენ? იმას განათლება საერთოდ არ ჭირდება რომ ლგბტ პირებთან ნამდვილ კაცს და თან ქართველს საერთო არაფერი არ უნდა ქონდეს. ასე რომ განათლება კი არა მაგას კაცობა ქვია,
roma
24 ოქტომბერი 2017 14:45
2
მართალი ხარ,საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ,მაგრამ ვაი რომ აქვთ.
მათ პატარა გაფხაკუნებაზეც რომ ტაბურეტმომარჯვებულები დასდევენ,ეგ რას ნიშნავს?
romas
24 ოქტომბერი 2017 17:05
10
ყველა გამოხმაურება
მიდი გურამ შეუბერე მაგარი კაციც ხარ და პატრიოტიც. მგონი სასტავი ვერ ხვდება როო ესე უბრალოდ კაპიტნის სამკლაურს ვერ მოისვრიდა და ეტყოდათ რომ მისი ფერის გამო ვერ ითამაშებდა იმიტომ რომ კავკასიელია და ჩვეთან ესე არ მოსულა. ითამაშა და დაამთკიცა რომ პროფია თავისი საქმის. უაზრო კრიტიკას კიდე ჯობია ყველამ თავისი საქმე აკეთოს ტორე ამდენი უცოდინარის გადამკიდე ბოლომდე ჩამოინგრევა ისედაც ამორტიზირებული ჩვენი ლამაზი სამშობლო( სხავათაშორის ოდითგანვე ტოლერანტობით გამორჩეული)
opizar
24 ოქტომბერი 2017 06:57
47
თუ მოიხდის ბოდიშს საჯაროდ და აღიარებს რომ მაგრად შეეშალა ქართველი ერის წინაშე, მაშინ შეიძლება კიდევ ითამაშოს არა?
გიგი
24 ოქტომბერი 2017 16:08
12
ძმისშვილო თემო და სოსო, აქ სხვის ორიენტაციაზე კი არ ვიკლავ თავს ასეთები წყალს წაუღიათ, არამედ ქართველი კაცის ორიენტაციაზე ვმსჯელობთ. საკადრის პასუხს გცემს ბატონი სოსო, მაგრამ გამგებს ტვინი სჭირდება. არიან ტომები და ერებიც კი (მქონდა შემთხვები, მათ არ დავასახელებ), რომლებიც თავიანთ ცოლებს სთავაზობენ სტუმრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სტუმარმა უარი განუცხადა, ეს მათთვის საშინელი შეურაცყოფაა. გეკითხებით რომლებსაც ქართველებად წარმოგიდგენიათ თავი, ამ შემთხვევაში მასპინძლის ამპლუაში გამოხვიდოდით?
მეორე საკითხი და არანაკლებ ძირითადი: კომენტარები: "კაშია საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს","თუ ითამაშებს კაპიტნობა ყოველ ვარიანტში უნდა გამოირიცხოს" და სხვა. კაშიამ კი არა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთოდ არ უნდა ითამაშოს ფეხბურთი თავისი რეიტინგის გამო.ერის შემარცხვენლები.
ძველი გულშემატკივარი.
თემოს 20:37 23.10.2017 და სოსოს 11:25 25.10.2017
31 ოქტომბერი 2017 03:04
3
ფულის ამბავია მაგი, ფულის და კარიერული წინსვლის. აქ გურამს ვინც აკრიტიკებთ, თქვენ მაგდენი ფულის გამო სამკლაურს კი არა, წითელი ფახანებით წატასავდებით გეი-აღლუმზე.
vava
24 ოქტომბერი 2017 12:23
32
მე არა მაგრამ შენ ალბათ ტასაობ და ფულის გულისთვის იქნებ რას აკეთებ გამგამობით ვინ იცის?
xaxa
24 ოქტომბერი 2017 13:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული