17:41 23-10-2017
გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
AutoSharing Option
აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.
ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.
მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.
ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".
"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მეორე საკითხი და არანაკლებ ძირითადი: კომენტარები: "კაშია საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს","თუ ითამაშებს კაპიტნობა ყოველ ვარიანტში უნდა გამოირიცხოს" და სხვა. კაშიამ კი არა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთოდ არ უნდა ითამაშოს ფეხბურთი თავისი რეიტინგის გამო.ერის შემარცხვენლები.
ძველი გულშემატკივარი.