გიორგი ნავალოვსკიმ თასზე გაიტანა და სკა მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ოქტომბერს, რუსეთის თასის მერვედფინალში სკა ხაბაროვსკმა სანკტ-პეტერბურგის "დინამო" 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი სათადარიგო შემადგენლობაში იყო. მატჩის 37-ე წუთზე ბალიაკინმა ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება და მის მაგივრად ქართველი ლეგიონერი შეიყვანეს. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

მატჩის 61-ე წუთზე კი კორიანის პასით ნავალოვსკიმ მატჩში ანგარიში გახსნა და ხაბაროვსკელები დააწინაურა. მალევე მარკოვიჩმა ორამდე გაზარდა სხვაობა და სკა მეოთხედფინალში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული