10 საინტერესო ფაქტი გურამ კაშიას შესახებ

AutoSharing Option
გურამ კაშია არნემის "ვიტესის" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანია.

ქართველი მცველი პოპულარობით სარგებლობს ჰოლანდიაში და კლუბის ქომაგისთვის საყვარელი ფიგურაა.

მისი საფეხბურთო კარიერა უამრავი დეტალისგან შედგება და 30 წლის მცველს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.
- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ
- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა

გთავაზობთ 10 საიტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ.

10.
გურამ კაშიას ჰყავს ცოლი და ერთი შვილი. მისი მეუღლე თამთა გიგაშვილია, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა.

Sportall.Ge

9. 2013 წელს საქართველოს საუკეთესო ლეგიონერისა და ფეხბურთელის ტიტული გურამ კაშიამ დაიმსახურა.

Sportall.Ge

8. გურამ კაშიას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2009 წელს ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა, მას შემდეგ 56 მატჩი ჩაატარა 1 გოლი აქვს გატანილი და 1 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

7. გურამ კაშიას "ვიტესში" 262 მატჩი აქვს ჩატარებული - 23.164 წუთი, 23 გოლი გატანილი, 16 საგოლე გადაცემა გაკეთებული და 3 წითელი ბარათი მიღებული.

6. 2014 წელს "ვიტესი" "ჩელსის" დაპირისპირების დროს გურამ კაშიას დიეგო კოშტასთან მოუვიდა დაპირისპირება. ქართველმა მცველმა ესპანელ-ბრაზილიელ შემტევს არ შეუშინდა და არც არაფერი დაუთმო

Sportall.Ge

5. კაშია "ვიტესში"  მერაბ ჟორდანიამ მიიყვანა და მას შემდგომ იგი გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახდა.  კაშია არნემში 2011 წლის ზამთარში გადაბარგდა და მას მერე, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

4. როგორ გახდა გურამი ფეხბურთელი? ის ესე იხსენებს: "თავიდან არ მქონია ფეხბ­ურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა. შე­მდეგ რაგბი - მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაყოლოდა ამ გზ­ას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბ­ურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ."

3. 2016 წელს  ირლანდიისა და საქართველოს მატჩის მეორე ნახევარში რობი ბრეიდსა და სოლომონ კვერკველიას შორის სერიოზული შეჯახება მოხდა, რის შემდგომაც ორივე მოთამაშე დაზიანდა, თუმცა განსაკუთრებით, ბრეიდი.

სანამ მოედანზე სამედიცინო პერსონალი გამოჩნდებოდა, მანამდე რობი ბრეიდის დახმარება საკუთარ თავზე კაშიამ აიღო. ქართველი ფეხბურთელის სწრაფმა რეაგირებამ ბრეიდი გაცილებით სერიოზული დაზიანებისგან გადაარჩინა.

Sportall.Ge

2. გურამ კაშიამ პირობა დადო თუ ჰოლანდიის თასს მოიგებდა, მაშინ თმას ყვითლად შეიღებავდა. თასის ფინალში კი "ვიტესმა" "ალკმაარი" 2:0 დაამარცხა.

არნემული კლუბი 125 წელია რაც არსებობს და გუნდმა პირველი სერიოზული ტიტული ქართველის კაპიტნობით მოიგო. გურამ კაშიამ გამარჯვების შემდეგ პირველი რა გააკეთა? საქართველოს დროშა აიღო ხელში და ასი ათასობით მაყურებლის წინ ააფრიალა.

გურამ კაშია აგრეთვე საქართველოს პოპულარიზაციას, ადგილობრივ ტელეგადაცემებში და გამომცემლობებში ცდილობდა. მისი სასუბრო თემა ყოველთვის მისი ქვეყანა იყო.

ხოლო იმ ადამიანებს ვინც თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო კაშიას აკრიტიკებს, ჯობია კლავიატურას მოშორდეთ და თქვენი ქვეყნისთვის კაშიას გაკეთებული საქმის მინიმუმი მაინც გააკეთოთ.

Sportall.Ge

Sportall.Ge


1. გურამ კაშიას ხელშეკრულება "ვიტესში" 2020 წლამდეა გათვლილი და საკმაოდ საინტერესო პუნქტსაც მოიცავს: თუ გურამი "ვიტესში" დაასრულებს კარიერას, ის აუცილებლად დაიწყებს მუშაობას კლუბის სტრუქტურაში ერთ-ერთ თანამდებობაზე.

ქართველი მცველი არნემში უკვე ლეგენდაა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. თუ არნემში მოხვდებით ოდესმე და იტყვით ქართველი ვარო, ქალაქის მოსახლეობა ყოველთვის მეგობრად მიგიჩნევთ და კაშიაზე სხვადასხვა ისტორიებს მოგიყვებათ.

თუ კახა კალაძე თბილისის მერია, გურამ კაშიას შეუძლია კარიერის დასრულების შემდეგ არნემში იყაროს კენჭი და შესაძლოა პირველივე ტურში მოიგოს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

- 10 საინტერესო ფაქტი თორნიკე შენგელიას შესახებ
მკითხველის კომენტარები / 27 /
რა გაუხურეთ საქმე,რა იყო გეი ადამიანი არაა?მეც არ ვირევი მაგათზე მარა ვენებს კი არ ვიჭრი,რატომ გაიკეთა თქო...
სტატუს ქუო
28 ოქტომბერი 2017 15:47
13
aq komantarebs vinc wert an vin amkomentarebs etanxmebit ramdenma miecit kaladzes xma?tu qartveli kacistvis trusikshi potoebis gadageba misagebia??gaumarjos gmertma kaladze iqneba kashia tu jgerenaia vinc tavis saqmes siyvarulit udgeba da ragac azrians qmnis mistvisac ojaxistvisac da qveynistvisac..P.S.ESAA CHEMI KOMENTARI)))
euhh
28 ოქტომბერი 2017 15:37
5
es bichi aris pexburteli tan gundis kapitani da raqnas klubis gundis winaagmdeg wavides?arasodes giqniat iseti racarmogwont magram giqniat.tu chveni archans da amitom qvavesrolot?chumad gaketeba upro samarcxvino araa?eqimi xom ararchevs avadmyopi geia tu teroristi.pidarastebis aqciaze xoaryopila.pexburtelebic daqiravebuli mindvris msaxiobebi arian..P.S.ME PIRADAD ARVIWONEB MAGRAM ARC QVASARVESVRVI
euhh
28 ოქტომბერი 2017 15:24
6
კაშია შეცდა! ღირსებაა მთავარი და შემდეგ კარიერა და ის კონიუნქტურა რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია. საქართველო ლგბტ-ს გამპრავებელი არასდროს იქნება!
lagaz
28 ოქტომბერი 2017 15:00
27
რა იდიოტური შეფასებები და კომენტარებია, როცა ადამიანს სპორტით აფასებ მის
საქმეს სტადიონზე უნდა შეხედო და არა ცისარტყელას დროშებით. ჩვენთვის მიუღებელია და იმედია ასეც იქნება ლჯბტ-ს პოპულარიზაცია, უცხოეთში ვინც რაც უნდა ის აკეთოს, მთავარია შვილები აღზარდონ ქართულ მენტალიტეტზე და საქართველოში იმ პრინციპებით იცხოვრონ რაც მიღებულია.რაც შეეხება კესარიას, ალბათ ნახევარზე მეტმა თქვენგანმა არ იცის მაგრამ ეს არსება ქართულ ტელესივრცეში
გაყიდვადია, წინააღმდეგ შემთხვევაში ტელევიზიაში არავინ არ მიიწვევდა.
ყველაფერი შეიძლება მოხდესს ყველა სპორტში მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ
არც რეგბისტები და არც ძიუდოისტები სადაც არ უნდა მოხვდნენ და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ითამაშონ ქართულ ტრადიციებს არ უღალატებენ და ცისარტყელას დროშებით არ ირბენენ.
ისე გასახსენებლად ალბათ გახსოვთ რუმინეთში მომხდარი დაპირისპირება როცა ქართველებმა ერთი გუნდი შეკრეს და რუმინელები რეანიმაციაში გაუშვეს. ეგ ხალხი
არასოდეს არ ირბენს ცისარტყელას დროშებით
lasha
28 ოქტომბერი 2017 15:00
9
tavisufleba yvelas...moswont aseti cxovreba da garyvniloba am xalxs da umravlot esetebi taviant ojaxebshi,da visac armogvwons eseti cxovreba imat ojaxebs umravlos rogori tradiciuli da addamianuri cxovrebac moswont iseti shtamomavlebi...
romandro
28 ოქტომბერი 2017 14:50
6
Magas iseti ambiciebi hqonia arnemis meroba raa...ise tu seriozulad mivudgebit kai ra patiebac shegvidzlia qartveleb erti sisulele vis ar mosvlia warmatebebi sportul asparezze neta gamoadge samshoblos da nakrebs daexmaro.
კახა
28 ოქტომბერი 2017 14:42
8
6 და 2 ძაან მაგარი ფაქტები იყო.. :D :D მაგან პრიჩოსკა რო შეიღება უკვე მივხვდი რო რაღაც ისე ვერ იყო,, /ირბინოს ცისარტყელას დროშით , რა გინდათ ხალხო? სიამოვნებს ალბათ და ჰე...!!! ( ისე ზაზა ფაჩულია და გორგოძე ცისარტყელას დროშით, რო გაიჩიტნონ, ძაან მაგარი სანახაობა იქნება, ეგ იქნება მე და ჩემნაირი ჰომოფობების :D პირდაპირ კანტროლლკა :D :D :D
Vasili
28 ოქტომბერი 2017 13:59
11
ზაზა ფაჩულია რამდენიმე დღის წინ მონაწილეობდა გოლდენ სტეიტის პრაიდი დეიში. შეგიძლია გადაამოწმო. უბრალოდ მას არ დაავალეს სამკლაურის გაკეთება. რატომ ითამაშა პრაიდი დეიზე, რომელსაც გოლდენ სტეიტი აღნიშნავდა და გამარჯვება ლგბტ-ის მიუძღვნა ? http://www.mercurynews.com/2017/10/26/steve-kerr-on-lgbtq-pride-night-were-all-in-this-together/
ლევ
28 ოქტომბერი 2017 14:09
3
თქვენ ოჯახში იყოს ვისაც გიყვართ
აბულახტარი
28 ოქტომბერი 2017 13:40
6
კაშია-ადამიანი
Lika
28 ოქტომბერი 2017 18:15
2
ქართველი, რომ ქართველს ვერ დააფასებს იქ ვიღუპებით. კესარია აბრამიძეს თითებს ულოკავენ და გურამ კაშიას ლანძღავენ. კანკავას შემდეგ კაპიტნად კაშია!
ბროდბი
28 ოქტომბერი 2017 12:49
21
კესარია აბრამიძე გააპიარა სწორედ კაშიამ ჭკვიანო მეგობარო.)))
dato
28 ოქტომბერი 2017 13:39
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული