როგორც კლუბის საიტი წერს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 2019 წლის 30 ივნისამდე განაახლა კონტრაქტი.
გიორგი მერებაშვილი პლოცკელთა ლიდერად იქცა ბოლო პერიოდში, შეტევაში ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ამ სეზონში გიორგი მერებაშვილს 13 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ქართველი ლეგიონერი კლუბში 2016 წლიდან თამაშობს და პოლონურ ექსტრალასაში 48 შეხვედრა დაუგროვდა- 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემა.