ნიკა კაჭარავა ექსტრაკლასას მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში "კორონამ" "ლეხია" დაამარცხა (5:0) და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. შეხვედრის პირველი 45 წუთი ითამაშა ნიკა კაჭარავამ და დუბლი შეასრულა.

პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა საიტმა, ქართველ ფორვარდს გარჯა დაუფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. "კორონადან" რიმანიაკიც მოხვდა სიმბოლურში, რომელიც მარცხენა მცველია.

ნიკა კაჭარავამ ამ სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამათგან ორში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

"კორონა" შემდეგ შეხვედრაში "სლასკს" დაუპირისპირდება.

- "კორონას" მწვრთნელი: ნიკა კაჭარავას ღმერთი უსმენდა
- ტრავმამორჩენილმა კაჭარავამ "ლეხიას" დუბლი
შეუსრულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული