22:56 03-11-2017
კაჭარავამ "კორონა" პოლონეთის ექსტრაკლასაში მეორე ადგილზე გადაიყვანა [VIDEO]
AutoSharing Option
კვლავ გამოიჩინა თავი წინა შეხვედრაში დუბლის შემსრულებელმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ, რომელიც მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
ანგარიში პირველ ტაიმში კაჭარავას მონადირებული პენალტი გოლად გორან ცვიჯანოვიჩმა გარდასახა, 68-ე წუთზე ნიკამ მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 72-ეზე იმავე ცვიჯანოვიჩმა კაჭარავას პასით დუბლი მიითვალა, რის შემდეგაც, რადგან შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, ქართველი ლეგიონერი ლეტიერიმ შეცვალა.
ასე და ამგვარად, სანამ ტურის სხვა მატჩები გაიმართება, "კორონა" 25 ქულით მე-2 ადგილზეა, რაც ამ გუნდისთვის წარმოუდგენელი წარმატებაა.
მოკლედ, ნიკა ლეტიერის ნამდვილი ჯოკერია და ახლა მაინც ხომ დარწმუნდებიან ურწმუნო თომები, რომ მართლა რას წარმოადგენს ამ გუნდისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
კარგით რა ხალხო. რამდენ ქართველს გაუკეთებია რამდენიმე მატჩიანი წარმატებული სერია, ალბათ თითქმის ყველას. ჰოდა მოვიცადოთ, მივცეთ დრო. მერე შევაქოთ.
წარმატებები.