კაჭარავამ "კორონა" პოლონეთის ექსტრაკლასაში მეორე ადგილზე გადაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში კელჩეს "კორონამ" სახლში ვროცლავის "შლიონსკი" გაანადგურა (3:0).

კვლავ გამოიჩინა თავი წინა შეხვედრაში დუბლის შემსრულებელმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ, რომელიც მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ანგარიში პირველ ტაიმში კაჭარავას მონადირებული პენალტი გოლად გორან ცვიჯანოვიჩმა გარდასახა, 68-ე წუთზე ნიკამ მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 72-ეზე იმავე ცვიჯანოვიჩმა კაჭარავას პასით დუბლი მიითვალა, რის შემდეგაც, რადგან შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო,  ქართველი ლეგიონერი ლეტიერიმ შეცვალა.

ასე და ამგვარად, სანამ ტურის სხვა მატჩები გაიმართება, "კორონა" 25 ქულით მე-2 ადგილზეა, რაც ამ გუნდისთვის
წარმოუდგენელი წარმატებაა.

მოკლედ, ნიკა ლეტიერის ნამდვილი ჯოკერია და ახლა მაინც ხომ დარწმუნდებიან ურწმუნო თომები, რომ მართლა რას წარმოადგენს ამ გუნდისთვის.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, ტექნიკა მოედნის ხედვა და რაც მთავარია გოლის ყნოსვაა
niko
15:03 04-11-2017
0

კარგით რა ხალხო. რამდენ ქართველს გაუკეთებია რამდენიმე მატჩიანი წარმატებული სერია, ალბათ თითქმის ყველას. ჰოდა მოვიცადოთ, მივცეთ დრო. მერე შევაქოთ.
წარმატებები.
ჰაჰა
10:12 04-11-2017
1

სიახლეები პოპულარული