უნგრეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ბალმაზივაროშმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "დიოშდიორი", გადამწყვეტი გოლი კი მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა.
მან ისევე როგორც მისმა თანაგუნდელმა ირაკლი მაისურაძემ შეხვედრა, რომელსაც 20 340-იან სტადიონზე 1 968 მაყურებელი დაესწრო, შეუცვლელად ჩაატარა.
არაბულმა ამ სეზონში მადიართა პირველობის 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 13 ქულით მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.
18 ნოემბერს, შემდეგ ტურში "ბალმაზივაროში" მე-11 პოზიციაზე მყოფ სომბათჰეის "ჰალადაშს" მასპიძლობს.
1:2 ბაჩანა არაბულის პენალტი
21:23 04-11-2017
არაბულმა პენალტით "ბალმაზივაროშს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული