საბა კვირკველია კვლავ გამოარჩიეს და რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა football.kulichki.net-მა. აი რას წერს ქართველ მცველზე რუსული საიტი:
"ანჟისთან" თამაში დასტურია იმისა, რომ "ლოკომოტივი" თავდამსხმელის გარეშე დარჩა. მოსკოველებს ესაჭიროებოდათ დაცვაში საიმედოობა, რათა შეტევაზე ეზრუნათ და ტრადიციისამებრ მათ ჰყავდათ საბა კვირკველია. ქართველს მისი თამაშით კითხვები არ გაუჩენია, მას 70%-მდე ჰქონდა ზუსტი პასების რაოდენობა. ფაქტი: კვირკველიას პრემიერლიგის
მოსკოვის "ლოკომოტივი" 36 ქულით რუსეთის პრემიერლიგას ლიდერობს. შემდეგ ტურში 27 ნოემბერს, გიორგი ნავალოვსკის სკას სტუმრად დაუპირისპირდებიან.