ლეგიონის ანონსი: ევროპა ლიგაზე კვირკველიას იმედად

AutoSharing Option
დღეს ქართველი ლეგიონერები თავიანთ შესაძლებლობებს ევროპა ლიგაზე გამოცდიან. ბოლო სეზონებში, ყველაზე მეტი ქართველი ევროტურნირებში წელს მონაწილეობს.

ქართველთა გუნდების ნაწილს ჯერ კიდევ აქვთ შანსი ჯგუფური ეტაპი დაძლიონ.

22:00
"ბატე"-"ცრცვენა ზვეზდა": ვაკო გვილია ბელარუსიის ჩემპიონატში სათადარიგო შემადგენლობაში ხვდება, აი ევროპა ლიგაზე კი განაცხადშიც არ შეჰყავთ.  ვაკოს საერთოდ არ აძლევს შანსს ბორისოველთა მწვრთნელი, რაც ქართველი ლეგიონერის ფორმაზე აისახება.

"ბატე" 4 ქულით მე-3 ადგილზეა და მოგების შემთხვევაში მე-2 ადგილზე გადავა. H ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ "არსენალს" აქვს გარანტირებული, შანსს "კიოლნიც" ინარჩუნებს, რომელიც მე-4 ადგილზეა.

"ლაციო"-"ვიტესი":
უამრავი მცდელობის შემდეგ არნემელთა ქართველი კაპიტნის, გურამ კაშიას გუნდი ევროპა ლიგაზეა, მაგრამ ჯერ კიდევ მოუგებლად ასპარეზობენ და ჯგუფიდან გასვლის შანსები აღარ აქვთ დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ "ლაციოს" ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს.

"ლოკომოტივი"-"კოპენჰაგენი": ქართველ ლეგიონერთა გუნდებს შორის "ლოკომოტივი" ერთადერთია, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის ყველაზე რეალური შანსი აქვს. საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" წინა ტურში მოულოდნელად დამარცხდა "შერიფთან", რის გამოც 5 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

"კოპენჰაგენი" ჯგუფს ლიდერობს 3 ფრითა და 1 მოგებით, ანალოგიური შედეგი აქვს "შერიფსაც".

"ზენიტი"-"ვარდარი": ჯაბა ჯიღაური სანკტ-პეტერბურგს ესტუმრება, მაგრამ მის გუნდს თეორიული შანსებიც აღარ დარჩა. 4 წაგება და 17 გაშვებული გოლი, მაკედონიურ გუნდს კატასტროფული შედეგი აქვს. არადა ევროპა ლიგის პლეი ოფში "ფენერბახჩე" გამოთიშეს და ესეთი ცუდი შედეგი მოულოდნელი იყო.

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური
A ჯგუფი
ასტანა-ვილიარეალი 20:00
მაკაბი-სლავია 00:05

B ჯგუფი
შკენდერბეუ-დინამო კ 00:05
პარტიზანი-იანგ ბოიზი 00:05

C ჯგუფი
ბრაგა-ჰოფენჰაიმი 00:05
ლუდოგორეცი-ბაშაქშეჰირი 00:05

D ჯგუფი
მილანი-აუსტრია 00:05
აეკ-რიეკა 00:05

E ჯგუფი
ევერტონი-ატალანტა 00:05
ლიონი-აპოლონი 00:05

F ჯგუფი
ლოკომოტივი-კოპენჰაგენი 22:00
შერიფი-ზლინი 00:05

G ჯგუფი
პლზენი-სტიაუა 22:00
ლუგანო-ბეერ შევა 22:00

H ჯგუფი
ბატე-ცრვენა ზვეზდა 22:00
კიოლნი-არსენალი 22:00

I ჯგუფი
ქონია-მარსელი 22:00
ზალცბურგი-გიმარაეში 22:00

J ჯგუფი
ბილბაო-ჰერტა 22:00
ოსტერსუნდსი-ზორია 22:00

K ჯგუფი
ლაციო-ვიტესი 22:00
ნიცა-ვარეგემი 22:00

L ჯგუფი
ზენიტი-ვარდარი 22:00
რუსენბორგი-სოსიედადი 22:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული