Vesti.kz: ჯაბა კანკავა "ტობოლში" გადადის

AutoSharing Option
ყაზახური საიტი Vesti.kz იუწყება, რომ ჯაბა კანკავასა და "ტობოლს" შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც იანვრიდან კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დაიცავს.

როგორც საიტი იუწყება, კლუბი ქართველ ფეხბურთელს ამ დღეებში წარადგენს. ჯაბა კანკავა ნახევარი წელია რაც უგუნდოდაა, ნაკრების კაპიტანმა ზაფხულში დატოვა "რეიმსი" და თავისუფალი აგენტი გახდა.

"ტობოლმა" 2017 წლის სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა. გუნდი ქალაქ კოსტანაიში, ცენტრალურ სტადიონზე თამაშობს. კლუბში ერთი ქართველი უკვე ირიცხება - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სჯობდა რეიმსში დარჩენილიყო, როგორც მახსოვს 2018 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი. რეიმსი ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდია და ძალიან კარგ ჩემპიონატშიც გამოდის მითუმეტეს .რომ ამ სეზონში ლიგა 2-ში პირველ ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასვლის კარგი შანში აქვს, სად საფრანგეთის დონე და სად ყაზახეთი. არ არის კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ სულ უგუნდობას ნამდვილად სჯობს, ალბათ არ იყო უკეთესი ვარიანტი ამ ეტაპზე წარმატებები ჯაბას ახალ გუნდში.
0
მთავარია, სადღაც დაიწყო. წარმატებები, ჯაბა!
გელა
00:33 25-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული