როგორც საიტი იუწყება, კლუბი ქართველ ფეხბურთელს ამ დღეებში წარადგენს. ჯაბა კანკავა ნახევარი წელია რაც უგუნდოდაა, ნაკრების კაპიტანმა ზაფხულში დატოვა "რეიმსი" და თავისუფალი აგენტი გახდა.
"ტობოლმა" 2017 წლის სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა. გუნდი ქალაქ კოსტანაიში, ცენტრალურ სტადიონზე თამაშობს. კლუბში ერთი ქართველი უკვე ირიცხება - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.