სანდრო კობახიძე და "ვორსკლა" უკრაინის თასზე "მარიუპოლთან" დამარცხდნენ

AutoSharing Option
უკრაინის თასის მეოთხედფინალში სანდრო კობახიძის "ვორსკლა" პოლტავაში 1:2 დამარცხდა "მარიუპოლთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

კობახიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. მე-8 წუთზე მისი დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, ხოლო შესვენების შემდეგ გოლის გატანა მეკარემ არ დაანება და 64-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, სანდრო ტრავმირებული იყო, ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა და მწვრთნელი ვასილი საჩკო მეორე ტაიმში ცვლის ხოლმე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული