კობახიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. მე-8 წუთზე მისი დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, ხოლო შესვენების შემდეგ გოლის გატანა მეკარემ არ დაანება და 64-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, სანდრო ტრავმირებული იყო, ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა და მწვრთნელი ვასილი საჩკო მეორე ტაიმში ცვლის ხოლმე.