მკითხველებს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ.
გამოკითხვაში სულ 986-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
უკვე მეორე თვეა ხმათა სრული უპირატესობით საბა კვირკველია იმარჯვებს. ფაქტია, ქართველი მცველი არა მარტო ქართველ ლეგიონერებში, არამედ რუსეთის პრემიერლიგაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა.
საქართველოს ნაკრების მცველი 74.03-მა პროცენტმა აირჩია - 730 ხმა.
მეორე ადგილზე კვლავაც პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ "კორონას" ლეგიონერი ნიკა კაჭარავა გავიდა, ფორვარდმა 86 ხმა (8.7%) მიიღო.
მესამე პოზიციაზე კი "სილკებორგის" შემტევი დავით სხირტლაძე გავიდა 75 ხმით (7.6%).
დანარჩენი
4. გიორგი ლორია ("ანჟი") 4.5% - 45 ხმა
5. სანდრო კობახიძე ("ვორსკლა") 3.8% - 38 ხმა
6. გია გრიგალავა (ტულის "არსენალი") 1.2% - 12 ხმა