გიორგი აბურჯანია: "სევილიაში" დარჩენის აზრს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მომავალ თაობას თუ გადავხედავთ, გიორგი აბურჯანია ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც შეიძლება ნაკრები დაეყრდნოს.

ქართველ ლეგიონერს "სევილია II"-ში ისე არ წაუვიდა საქმე როგორც სურდა, Sportall.ge აბურჯანიას დაუკავშირდა და მის მომავალზე ესაუბრა.

- რა ხდება შენს გარშემო? ჯერჯერობით ვერ ახერხებ კვლავ "სევილია II-ში" თავის დამკვიდრებას, ეს ტრავმებითაა გამოწვეული თუ სხვა სახის პრობლემებია?
- ჩემს გარშემო ხდება ის, რომ ველოდები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას. არის სხვადასხვა მიზეზი თუმცა არ მსურს ლაპარაკი
და "სევილიაში" დარჩენის აზრს დღესდღეობით ვერ ვხედავ.

- ანუ არის შემოთავაზებები და უნდა ვივარაუდოთ, რომ ზამთარში კლუბს დატოვებ?
- არის მოლაპარაკებები და როგორც მე, ასევე კლუბი განვიხილავთ და მისაღებ ვარიანტზე შევჯერდებით.

- ახლანდელი გადმოსახედიდან "ხიმნასტიკიდან" წამოსვლას შეცდომად თვლი თუ წინ გადადგმულ ნაბიჯად?
- იმ მომენტში წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნეოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც ველოდით.

- დაახლოებით სად უნდა ველოდოთ შენს ტრანსფერს. ისევ ესპანეთში თუ შეიძლება ეს რუსეთი ან უკრაინა იყოს?
- რუსეთს და უკრაინას გამოვრიცხავ. არის ესპანური ვარიანტები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და უახლოეს მომავალში ყველაფერი გადაწყდება.

- საქართველოს ნაკრების წევრი ხარ, როგორ შეაფასებდი წინა საკვალიფიკაციოს. რატომ ვერ მივაღწიეთ უკეთეს შედეგს?
- ბოლო წლებს თუ გავიხსენებთ ნაკრებმა აჩვენა საუკეთესო თამაშის ხარისხი, თუმცა იგივეს სამწუხაროდ შედეგზე ვერ ვიტყვი. მთავარ პრობლემად მომენტების რეალიზება უნდა მივიჩნიოთ, რაც აუცილებლად გამოსწორდება, დარწმუნებული ვარ.

- რა პერსპექტივას ხედავ? შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, თუნდაც ერთა ლიგის ტურნირიდან?
- პერსპექტივა რა თქმა უნდა არის და ვფიქრობ ნაკრებს აქვს ამის პოტენციალი, რომ მოხვდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ არ იქნება ადვილი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
დღევანდრელ სპორტში თუ თავდაუზოგავად არ ვარჯიშობ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ.როგორც რონალდუს თანაგუნდელები ამბობენ ის დღესაც კი ყველაზე მეტს ვარჯიშობსო.იმიტომ რომ უყვარს ბურთი.ასევეა მესი.ასევე იყვნენ ყველა დიდი ფეხბურთელები.ნიჭი პლუს ვარჯიში.არ გამოდის თან გულაობა თან ვარჯიში.
ასე მგონია
20:51 09-12-2017
0
საერთოდ არ უნდა გადასულიყო სევილიას დუბლებში ჯობდა ისევ ხიმნასტიკში დარჩენილიყო,რადგან აბურჯანია ჯერ არ არის იმ დონის ფეხბურთელი,რომელიც სევილიას მთავარ გუნდში ითამაშებს დუბლებშიც კი უკვე პრობლემები აქვს.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული