საბა კვირკველიას ბალოტელი, სნეიდერი და ლაჟვარდოვანი სანაპირო ელის

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა, რომლის რიგებშიც ჩვეულად შეუცვლელად და ჩინებულად იასპარეზა ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ," სანკტ პეტერბურგში ლენინგრადის "ტოსნო" დაამარცხა 3:1 და მეორე ადგილზე მყოფ "ზენიტს" 8 ქულით უსწრებს.

ასე რომ, ქვეყნის პირველობის ლამის სამთვიან საზამთრო შესვენებაზე კვირკველიას გუნდი სერიოზული ფორით გაიჭრა წინ და თუ როგორ ხასიათზე არიან ფეხბურთელები და მათი მწვრთნელი იური სიომინი, ამ ფოტოდანაც ნათლად ჩანს.

სანამ რუსული პრემიერლიგა განახლდება, "ლოკო" ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩებში 15 და 23 თებერვალს "ნიცას" ხვდება, რომლის ღირსებასაც იტალიელი ფორვარდი
მარიო ბალოტელი და ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი იცავენ.

"ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ილია გერკუსმა ჩატარებულ კენჭისყრაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:"შემდეგი გაჩერება - ნიცა. საინტერესო და სახელოვანი გუნდი. თბილი კლიმატი და ლამაზი ქალაქი. ბალოტელი, მოვდივართ, გამაგრდი".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვახ რა მაგარი კაცია სადაა ამძვრალი ფოტოს გადაღებისას :D :D :D კარგი კაცია და კარგი ფეხბურთელი, დიდი იმედი მაქვს რომ რუსეთიდან წავა ცოტა უკეთეს ჩემპიონატში, უფრო დემოკრატიული ქვეყნის ჩემპიონატში სადაც ფეხბურთის დონეც უფრო მაღალია
ვახტანგი
23:40 11-12-2017
3
სანკტ პეტერბურგში ლენინგრადის ტოსნო ?!
Lagashi
09:32 12-12-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული