"ბატემ" ვაკო გვილია ტრანსფერზე დააყენა

AutoSharing Option
Футбол Беларусі-ს ინფორმაციით "ბატემ" რამდენიმე ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა და მათ შორის არის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია.

23 წლის ფეხბურთელი 2016 წლის 1 ივლისს შეუერთდა ბორისოველთა გუნდს და 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იმის მიუხედავად, რომ მისი კარიერა "ბატე"-ში კარგად აეწყო, ამ სეზონში კლუბში დაეძაბა სიტუაცია და ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხდებოდა.

შედეგად ქართველ ფეხბურთელს კიდევ ნახევარი წელი აკავშირებს კლუბთან და "ბატეს" გვილიას თავისუფალ აგენტად გაშვებას, მისი გაყიდვა ურჩევნია.

transfermarkt-ზე ვაკო გვილიას საფასური 500 000 ევროა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ კომენტარები იკარგება? წუხანდელი დაწერილები დაიკიდეთ???
oeee
13:08 12-12-2017
0
ისევ სიზარმაცე??? თუ იღბალი, ისე იყიდე გაყიდე რაა ქარვასლაა ??? და თანაც ადამიანების. თუმცა ევროპააა ძმაო.
ლევანი
12:26 12-12-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული