ჯაბა ჯიღაური: მოუთმენლად ველოდები აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიური "ვარდარის" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების ამხანაგური მატჩის შესახებ Azerisport.com-თან ისაუბრა.

''მოუთმენლად ველოდები აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრას. ვფიქრობ, რომ მათ კარგი გუნდი ჰყავთ და მატჩიც საინტერესო გამოვა.

კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანს ყურბან ყურბანოვის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს და ამ ადამიანმა ''ყარაბახთან'' ერთად დიდ წარმატებას მიაღწია და ითამაშა ''ჩემპიონთა ლიგაზე''.

ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენთვის, ისე მეტოქისთვის, შეხვედრა საინტერესო იქნება'', - აღნიშნა ჯიღაურმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლო პერიოდში დიდი სირცხვილი გვაჭამეს აზერებმა საკლუბო დონეზე და სანაკრებო დონეზე უნდა მოვინდომოთ და ქუდზე კაცს დავუძახოთ რომ კიდევ თავი არ მოგვეჭრას აქაც.
kika
11:06 13-12-2017
0
ჯაბა რისი მაქნისი ხარ?
სტატუს ქუო
11:38 13-12-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული