The Sun: "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" საბა კვირკველიას შეძენას აპირებენ

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ცენტრალური მცველის საბა კვირკველიას სამსახურით "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" არიან დაინტერესებული და არაა გამორიცხული, იანვარში პრემიერლიგაზე გააგრძელოს კარიერა.

გამოცემის მტკიცებით, კვირკველის ტრანსფერზე ეს კლუბები მალე მიმართავენ "ლოკოს" წინადადებით და დარწმუნებული არიან, რომ თავდადებულად მოასპარეზე ქართველს, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის პირველ წრეში დიდებულად ითამაშა, ინგლისურ ფეხბურთში ადაპტაცია არ გაუჭირდება. თავად საბას თურმე, კარიერის პრემიერლიგაზე გაგრძელება სურს.

"ლოკომოტივი" ქართველ მცველს 18 მილიონ ფუნტად აფასებს, მაგრამ მწვრთნელს იური სიომინს მისი გაყიდვა არ უნდა, რადგან შემადგენლობის შენარჩუნებას ცდილობს. კვირკველიას რკინიგზულ
კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 23 /
უნდა გადავიდეს, ღირს რისკი; მალხაზ ასათიანის და კალაძის თამაში ეროვნულ ნაკრებში შეადარეთ; თუ ტიტულებზე დამანიაკებული არ ხართ (ბაჯოს რომ ძაკარდოზე, ან კამონარეზიზე ნაკლები ტიტულები აქვს რომელიმე იტალიელი იტყვის რომ მაგათზე ნაკლები იყო), ასათიანი მთელი თავით მაღლა იდგა თავის პროდუქტიოლობით; ლოკომოტივში რომ არ ჩარჩენილიყო, გაერისკა და ევროპულ გუნდში წასულიყო, შეიძლება ქართულ ფეხბურთის ლეგენდა გამხდარიყო;
morte
07:39 26-12-2017
0
სამწუხაროდ ტყუილი იქნება, თორემ ლესტერში თამაში მაგარი იქნება საბასთვის.
mahrezi da vardi
15:09 21-12-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული