"ზამთრის თასი 2018"-ზე იტალიის ვეტერანთა გუნდი ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ზამთრის თასი 2018" 12 იანვარს თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში" დაიწყება.

სამი დღის განმავლობაში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 კლუბისა და ვეტერანი ვარსკვლავების გარდა, ზამთრის თასში მონაწილეობას 14-წლამდელთა გუნდებიც მიიღებენ.
ზამთრის თასს, წინა წლის მსგავსად, მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავების ტურნირი დაასრულებს.

წინა წლის ტურნირისგან განსხვავებით, საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთისა  და უკრაინის გუნდების გარდა, წელს "ზამთრის თასის" მოსაპოვებლად იტალიელ ვეტერანთა გუნდიც იბრძოლებს.

ამათ გარდა კი, თბილისს, ტრადიციულად, უეფას გუნდიც ესტუმრება, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ისეთი ვარსკვლავიც იქნება, როგორებიც რუმინელი კრისტიან კივუ, სლოვენიელი მილენკო
აჩიმოვიჩი და სერბი დეიან სტანკოვიჩი არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული