25 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც აღარ გაგრძელდა და "ვარდარის" დატოვება მოუწია.
ჯიღაური აღნიშნულ გუნდში გასული წლის ზამთრიდან მოყოლებული ასპარეზობდა და თითქმის ერთ წელში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 5 გოლის ავტორი გახდა.
მასთან ერთად კლუბის დატოვება კიდევ ერთ ლეგიონერს, ბრაზილიელ იტალო დოს სანტოსს მოუწია.