ჯაბა ჯიღაური "ვარდარის" ფეხბურთელი აღარაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური მაკედონიის კლუბ "ვარდარის" ღირსებას აღარ დაიცავს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

25 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც აღარ გაგრძელდა და "ვარდარის" დატოვება მოუწია.

ჯიღაური აღნიშნულ გუნდში გასული წლის ზამთრიდან მოყოლებული ასპარეზობდა და თითქმის ერთ წელში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 5 გოლის ავტორი გახდა.

მასთან ერთად კლუბის დატოვება კიდევ ერთ ლეგიონერს, ბრაზილიელ იტალო დოს სანტოსს მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული