ჯიღაურმა "ვარდარში" სულ 38 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. აქედან მაკედონიის ჩემპიონატში 28-ჯერ ითამაშა, 9-ჯერ ევროპის ლიგაზე, ხოლო ერთხელ - ქვეყნის თასზე.
ჯაბა ჯიღაურმა "ფენერბაჰჩესთან" სტამბოლში უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მაკედონიური კლუბი თავისი არსებობის ისტორიაში ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად გაიყვანა.
ფეხბურთელის მენეჯერი ლევან ზუხბაია ჯიღაურის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
"ჩვენ რომ თანხმობა გვეთქვა, "ვარდარი" განახლებულ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა. პირიქით, მათ ჯაბას დატოვება
საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს, რომელზეც ჩვენი სააგენტო მუშაობს, მაგრამ ჯერ ვერ დაგიკონკრეტებთ. ლაპარაკია სერბეთის, ხორვატიისა და მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე".
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
სტაბილურად ჩაატარა სეზონი ევროპა ლიგაზეც ითამაშა 38 თამაში ერთ სეზონში არაა ცოტა, ზოგიერთი ქართველი ვინც ევროპაშია იმათ საერთოდ კარიერაში არ აქვთ ამდენი თამაში ნათამაშები იმედი მაქვს მომავალ სეზონში უკეთეს გუნდში იქნება და იქაც ექნება ასეთივე ხშირი სათამაშო პრაქტიკა წარმატებებს ვუსურვებ.