A Bola: გიორგი მაკარიძე იანვარში "მორეირენსედან" წავა

AutoSharing Option
პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, გიორგი მაკარიძე "მორეირენსეს" გეგმებში აღარ შედის და იანვრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის დატოვება მოუწევს.

27 წლის ქართველი კარის დარაჯი მიმდინარე სეზონში საერთოდ არ თამაშობს.

მაკარიძემ 10 დღის უკან Sportall.ge-სთან საუბარშიც განაცხადა, რომ კლუბს მალე შეიცვლიდა, ეს ინფორმაცია კი დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

მაკარიძე "მორეირენსეში" გასული სეზონიდან მოყოლებული ირიცხება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი მისი სახელი ისეთ კლუბებს უკავშირდებოდა, როგორებიც "ბენფიკა" და "ბრაგაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული