გიორგი მაკარიძე: ახალ კლუბში მპირდებიან, რომ ძირითადის მეკარე ვიქნები

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის ბინადარ "რიო ავეში" ჩაირიცხა.

თუმცა, კლუბს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა.

"ძალიან გამიხარდა, "მორეირენშედად" რომ წამოვედი. "რიო ავეში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვითამაშებ.

კლუბი ჩემ წარდგენას დღეს აპირებს. მპირდებიან, რომ ძირითადი შემადგენლობის მეკარე ვიქნები, მაგრამ გარანტირებული არაფერი მაქვს", - აღნიშნა მაკარიძემ.

მიმდინარე პორტუგალიის ჩემპიონატში "რიო ავე" 30 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული