Squawka.com: კვირკველია და "მანჩესტერ სიტი" შესაძლებელია

AutoSharing Option
ცნობილმა სპორტულმა საიტმა squawka.com-მა 2017 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის, საბა კვირკველიას სახელი "მანჩესტერ სიტის" დაუკავშირა.

წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გვარდიოლას კლუბმა ვირჯილ ვან დეიკის ყიდვა ვერ შეძლო, იგი ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო და ერთ-ერთ ვარიანტად კვირკველიაც განიხილება.

"ლოკომოტივის" ქართველი მცველის კონკურენტებად კი საიტმა რაფაელ ვარანი, ჯონი ევანსი და ჰარი მაგუაირი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან გავრცელებული ინფორმაციით, კვირკველიას ყიდვა პრემიერლიგის ბინადარ კიდევ ორ კლუბს, "ვესტ ბრომვიჩსა" და "ლესტერს" სურთ.


მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ატამი, რისი გარგარი? ბარსელონას აღარ უნდა?
ვასო
16:52 28-10-2018
0
ზოგჯერ მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.წატმატებები საბას.
cheroeli
17:02 01-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული