იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ, შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი შეიცვალოს.

25 წლის ფორვარდის სახელს იტალიის სერია ც-ს ბინადარ "პონტედერას" უკავშირებენ.

შეყილაძე, ამჟამად, სერია ბ-ს კლუბ "სპეციაში" ირიცხება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის მაისური არცერთ შეხვედრაში არ მოურგია.

ფეხბურთელს იტალიაში ასევე, "ემპოლის", "ლატინას" და "ტუტოკუოიოს" შემადგენლობაში უასპარეზია.

"პონტედერა" 19-გუნდიან  სერია ც-ში მე-14 ადგილს იკავებს.

ქალაქი პონტედერა ტოსკანიის რეგიონში მდებარეობს, მოსახლეობა კი 29 267 ადამიანს შეადგენს.

კლუბის საშინაო არენა "ეტორე მანუჩის" სტადიონია, რომელიც 2718 ადამიანს იტევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული