ნიკა კვანტალიანი ნიეჩიზას "ტერმალიკაში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
პოლონეთის ნიეჩიზას "ტერმალიკას" საიტი გვამცნობს, რომ მათ გუნდში 19 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ნიკა კვანტალიანი ჩაირიცხა.

ნიკა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ბოლო სეზონში კი ბათუმის "დინამოში" იასპარეზა, რომლის რიგებშიც 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"ტერმალიკა" შეკრებაზე დუბაიში გაემგზავრა, სადაც საკონროლო შეხვედრებს რუმინეთის "ასტრასთან" და "დინამოსთან" და მოსკოვის "სპარტაკთან" გამართავს.

კვანტალიანის ახალი გუნდი ექსტრაკლასაზე მე-13 ადგილზეა და ლიგაზე დასარჩენად იბრძვის.

პოლონეთის ჩემპიონატი 11 თებერვალს განახლდება და "ტერმალიკა" 22-ე ტურში ნიკა კაჭარავას "კორონას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიეჩიზას ტერმალიკას არასოდეს გამიგია და ალბათ არც აღარასოდეს გავიგებ ამ გუნდის სახელს სამომავლოდ მაგრამ თქვენ რა დაგემართათ ნუ წერთ მაინც. მაგრად მწყის ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ჭ კლასის გუნდებში რო გარბიან სიხარულით. ნუ მეუბნებით მაინც...
nika
03:10 19-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული