სანდრო კობახიძემ ლუკა ასათიანის "იაგელონიას" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე პოლტავას "ვორსკლამ" ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში 2:1 დაამარცხა პოლონეთის ბილოსტოკის "იაგელონია".

უკრაინულ გუნდში პირველი ტაიმი ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა, ანდრო გიორგაძემ და სანდრო კობახიძემ. ამ უკანასკნელმა 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

აღსანიშნავია, რომ "იაგელონიაში" 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე 18 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ასათიანი. ლუკა 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და უკვე 2 წელია პოლონურ გუნდშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული