კაჭარავასა და ქართველების "ოლიმპიკის" მატჩი ჩხუბის გამო კინაღამ ჩაიშალა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას კელცეს "კორონა" ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში დონეცკის "ოლიმპიკს" შეხვდა, რომლის ღირსებასაც რამოდენიმე ქართველი იცავს.

შეხვედრა 0:0 დასრულდა, თუმცა შეიძლებოდა არც დასრულებულიყო, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს ორივე გუნდის ფეხბურთელებმა იჩხუბეს, მსაჯმა პოლონელთა ორი მოთამაშე გააძევა, თუმცა მეორე ტაიმში მათი შეცვლის უფლება დართო.

ნაანტრაქტევს დონბასურ გუნდში შეცვლაზე მცველი ზურაბ ოჩიგავა შევიდა, მაშინვე მეტოქე მოცელა, არბიტრმა მასაც წითელი ბარათი უჩვენა და მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს დართო მოედანზე შესვლის უფლება.

კაჭარავამ 75 წუთი ითამაშა, ხოლო "ოლიმპიკში" მეკარე ზაურ
მახარაძემ, მცველმა თემურ ფარცვანიამ და ნახევარმცველმა ლუკა კობერიძემ თითო-თითო ტაიმი.

ნამატჩევს ფარცვანიამ თქვა, რომ პოლონელებთან ყოველთვის ძნელია თამაში, რადგან  უხეშობენ, ისე კი მატჩი სასარგებლო იყო და შეცდომების გამოსწორებაზე მართებთ მუშაობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული